saqarTvelos mwvervalebi - dolraswveri
დოლრასწვერი - მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდინარე დოლრაჭალის სათავეში (ენგურის აუზი). სიმაღლე ზღვის დონიდან 3700 მ. აგებულია კრისტალური ფიქლებით და გრანიტოიდებით. დაფარულია მუდმივი თოვლით. დოლრასწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე არის დოლრას მყინვარი.